მოწვევა ასისტენტ ტრენერებისთვის: ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის და მცირე და საშუალო ბიზნესის პოლიტიკის განხორციელება და მონიტორინგი
კონრად ადენაუერის ფონდი, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან (EPRC) და ასოციაცია ათინათთან თანამშრომლობით, იწვევს ასისტენტ ტრენერებს თემაზე: ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის და მცირე და საშუალო ბიზნესის პოლიტიკის განხორციელება და მონიტორინგი. ტრენინგები ჩატარდება ევროკავშირის პროექტის „სამოქალაქო საზოგადოება მცირე და საშუალო ბიზნესის და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად" ფარგლებში.
ორდღიანი ტრენინგები ჩატარდება საქართველოს 5 რეგიონში (ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, იმერეთი და კახეთი), მასში მონაწილეობას მიიღებს 30 რეგიონული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის 100 წარმომადგენელი.
ტრენინგის შესახებ
ტრენინგის მონაწილეები მიიღებენ ცოდნას და გამოცდილებას შემდეგ საკითხებში: (1) ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულება და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA); (2) მცირე და საშუალო ბიზნესის სტრატეგია 2016-2020; მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამები; (3) სამოქალაქო საზოგადოების როლი (მონიტორინგის და ადვოკატირების მექანიზმები, გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ჩართულობის მექანიზმები ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების დონეზე; კომუნიკაციის მექანიზმები; სამოქალაქო საზოგადოების როლი ასოცირების ხელშეკრულების და მცირე და საშუალო ბიზნესის პოლიტიკის საკითხებში;
განხორციელების ვადები
ტრენინგების ჩასატარებლად გამოყოფილია 20 სამუშაო დღე 15 იანვარი - 28 თებერვალი, 2018 პერიოდში.
შერჩეულმა ასისტენტ ტრენერებმა უნდა განახორციელონ შემდეგი სამუშაოები:
•ასისტირება გაუწიონ ტრენერებს ტრენინგ მასალების მომზადების პროცესში. ტრენინგ მასალები მომზადდება პროექტის ფარგლებში შემუშავებული სახელმძღვანელოს მიხედვით, შემდეგ საკითხებზე:
(1) ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულება და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA); (2) მცირე და საშუალო ბიზნესის სტრატეგია 2016-2020; მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამები; (3) სამოქალაქო საზოგადოების როლი (მონიტორინგის და ადვოკატირების მექანიზმები, გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ჩართულობის მექანიზმები ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების დონეზე; კომუნიკაციის მექანიზმები; სამოქალაქო საზოგადოების როლი ასოცირების ხელშეკრულების და მცირე და საშუალო ბიზნესის პოლიტიკის საკითხებში;
•ასისტირება გაუწიონ ტრენერს და პროექტის მენეჯერს ტრენინგების დაგეგმვის და ორგანიზების პროცესში.
•ასისტირება გაუწიონ ტრენერებს 2 დღიანი ტრენინგების ჩატარებაში საქართველოს 5 რეგიონში;
შერჩევის კრიტერიუმები
•ტრენინგების დაგეგმვის და ორგანიზების გამოცდილება;
•ინფორმაციის მოძიების და ანალიზის უნარი;
•გამოცდილება სამოქალაქო საზოგადოების განვითარების, ევროკავშირთან ინტგრაციის და მცირე და საშუალო ბიზნესის პოლიტიკის მიმართულებით;
•ქართულ და ინგლისურ ენებზე ანგარიშების მომზადების უნარი
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ პროექტის მენეჯერს ირინა გურულს
iguruli@eprc.ge;
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი ელ. ფოსტის მეშვეობით iguruli@eprc.ge, არაუგვიანეს 2018 წლის 10 იანვრისა.

გამომცხადებელი
კონრად ადენაუერის ფონდი

გამოცხადების თარიღი
07.12.2017

განაცხადის ბოლო ვადა
10.01.2018

 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა info@csogeorgia.org