მოწვევა ტრენერებისთვის: ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის და მცირე და საშუალო ბიზნესის პოლიტიკის განხორციელება და მონიტორინგი
კონრად ადენაუერის ფონდი, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან (EPRC) და ასოციაცია ათინათთან თანამშრომლობით, იწვევს ტრენერებს ტრენინგების ჩასატარებლად თემაზე: ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის და მცირე და საშუალო ბიზნესის პოლიტიკის განხორციელება და მონიტორინგი. ტრენინგები ჩატარდება ევროკავშირის პროექტის „სამოქალაქო საზოგადოება მცირე და საშუალო ბიზნესის და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად" ფარგლებში.

ორდღიანი ტრენინგები ჩატარდება საქართველოს 5 რეგიონში (ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, იმერეთი და კახეთი), მასში მონაწილეობას მიიღებს 30 რეგიონული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის 100 წარმომადგენელი.
 
ტრენინგის შესახებ

ტრენინგის მონაწილეები მიიღებენ ცოდნას და გამოცდილებას შემდეგ საკითხებში: (1) ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულება და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA); (2) მცირე და საშუალო ბიზნესის სტრატეგია 2016-2020; მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამები; (3) სამოქალაქო საზოგადოების როლი (მონიტორინგის და ადვოკატირების მექანიზმები, გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ჩართულობის მექანიზმები ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების დონეზე; კომუნიკაციის მექანიზმები; სამოქალაქო საზოგადოების როლი ასოცირების ხელშეკრულების და მცირე და საშუალო ბიზნესის პოლიტიკის საკითხებში;

განხორციელების ვადები
ტრენინგების ჩასატარებლად გამოყოფილია 20 სამუშაო დღე 15 იანვარი - 28 თებერვალი, 2018 პერიოდში.

შერჩეულმა ტრენერებმა უნდა განახორციელონ შემდეგი სამუშაოები:
•მოამზადონ ტრენინგის მასალები, პროექტის ფარგლებში შემუშავებული სახელმძღვანელოს მიხედვით, შემდეგ საკითხებზე:
(1) ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულება და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA); (2) მცირე და საშუალო ბიზნესის სტრატეგია 2016-2020; მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამები; (3) სამოქალაქო საზოგადოების როლი (მონიტორინგის და ადვოკატირების მექანიზმები, გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ჩართულობის მექანიზმები ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების დონეზე; კომუნიკაციის მექანიზმები; სამოქალაქო საზოგადოების როლი ასოცირების ხელშეკრულების და მცირე და საშუალო ბიზნესის პოლიტიკის საკითხებში;
•ჩაატარონ 2 დღიანი ტრენინგები საქართველოს 5 რეგიონში;
•მონაწილეებისთვის მოამზადონ კითხვარები ტრენინგამდე და შემდგომ;
•მოამზადონ ტრენერის ანგარიში.
 
 
შერჩევის კრიტერიუმები

•ტრენინგების ჩატარების გამოცდილება სამოქალაქო საზოგადოების განვითარების, მონიტორინგის და ადვოკატირების, DCFTA, მცირე და საშუალო ბიზნესის პოლიტიკის მიმართულებით;
•ტრენინგის მეთოდოლოგიების და სტრატეგიების ცოდნა;
•ქართულ და ინგლისურ ენაზე ანგარიშების მომზადება;


დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ პროექტის მენეჯერს ირინა გურულს
iguruli@eprc.ge;

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი რეზიუმე (ტრენინგის გამოცდილების მითითებით) და სამოტივაციო წერილი ელ. ფოსტის მეშვეობით iguruli@eprc.ge, არაუგვიანეს 2018 წლის 10 იანვრისა.

გამომცხადებელი
კონრად ადენაუერის ფონდი

გამოცხადების თარიღი
07.12.2017

განაცხადის ბოლო ვადა
10.01.2018

 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა info@csogeorgia.org