პროექტის დირექტორი - რუსთავი
სამოქალაქო განვითარების სააგენტო "სიდა" არის საქართველოს რეგიონებში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც 2002 წელს დაფუძნდა. "სიდა" სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციაა, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური უფლებების პოპულარიზაციას, დაცვასა და განხორციელებას, როგორც სერვისების პირდაპირი მიწოდებით, ასევე, პრობლემათა გადაწყვეტით დაინტერესებული ჯგუფების შესაძლებლობებისა და კავშირების განვითარებით.
2013 წლის აპრილიდან "სიდა"-მ დაიწყო ახალი ინიციატივის განხორციელება "ინდივიდუალური მხარდაჭერა ქართველი მიგრანტებისთვის" G-PAM. პროექტი მხარდაჭერილია ევროკავშირის მიერ და მისი განხორციელება იგეგმება 2013-2015 წლებში.
პროექტის განხორციელების არეალი. საქართველო: ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, იმერეთი, სამეგრელო და აჭარა. საზღვარგარეთი: საბერძნეთი, თურქეთი.
პროექტის ზოგადი მიზანი:
მიგრაციული პროცესების მართვის გაუმჯობესება საქართველოში.
პროექტის ამოცანები:
  • ქართველი მიგრანტების უფლებების დაცვა;
  • თურქეთსა და საბერძნეთში ლეგალური მიგრაციის შესახებ მოსახლეობის ინფორმირება; საქართველოს განვითარებისთვის მიგრაციის პოზიტიური ეფექტების ოპტიმიზაცია.
პოზიციის დასახელება: პროექტის დირექტორი
პოზიციის ადგილმდებარეობა: რუსთავი
საქმიანობის არეალი: საქართველო, საბერძნეთი და თურქეთი
პოზიციის ტიპი: სრული შტატი (1 შტატი)
წყარო: jobs.ge
ბმული

გამომცხადებელი
სიდა

გამოცხადების თარიღი
04.04.2013

განაცხადის ბოლო ვადა
15.04.2013

 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა info@csogeorgia.org