• 20/03/2017
    PHR-ი იმედის ჟურნალისტების და პროდიუსერის წინააღმდეგ


    თბილისი. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მიმართა „პარტნიორობამ ადამიანის უფლებებისთვის". ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში, 2016 წლის 31 ოქტომბერს, გადაცემა „დღის შოუში" დაირღვა ქარტიის მე-7 და მე-8 პრინციპი.
    „განმცხადებლის პოზიციით, პრინციპები დაირღვა ერთ-ერთი ეპიზოდით, როცა დედის და სხვა პირების თანდასწრებით რამდენიმე თვის ასაკის ბავშვს გაუხვრიტეს ყური. მოპასუხეებიდან ნანიკო ხაზარაძე, სოფიკო ნარჩემაშვილი, ეკა ამირეჯიბი და ლელა მებურიშვილი იყვნენ გადაცემის წამყვანები, ხოლო თამარ ღვინიანიძე – მთავარი პროდიუსერი.
    პროცედურას [ყურის გახვრეტას] არ ჰქონდა არანაირი საგანმანათლებლო ან სხვა ლეგიტიმური მიზანი, არამედ, იყო შოუს ელემენტის შემცველი, რამაც დაარღვია ბავშვის ფუნდამენტური უფლება იყოს ფიზიკური და ემოციური ძალადობისგან დაცული", ნათქვამია ქარტიის ვებ-გვერდზე.
    საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად, ნანიკო ხაზარაძემ, სოფიკო ნარჩემაშვილმა, ეკა ამირეჯიბმა, ლელა მებურიშვილმა და თამარ ღვინიანიძემ დაარღვიეს ქარტიის მე-8 პრინციპი. ნანიკო ხაზარაძემ და სოფიკო ნარჩემაშვილმა დაარღვიეს ქარტიის მე-7 პრინციპი.
    წყარო: qartia.org.ge

 
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა info@csogeorgia.org