• 20/03/2017
    პასუხი ხშირად დასმულ შეკითხვებზე - უვიზო მიმოსვლამდე 9 დღეა დარჩენილი


    თბილისი. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა სოციალურ გვერდზე აქვეყნებს ხშირად დასმულ შეკითხვებზე პასუხებს.
    „ევროკავშირის წევრი ქვეყნები, რომლებშიც უვიზოდ მოგზაურობაა შესაძლებელი, შემდეგია: ევროკავშირის წევრი ქვეყნები, რომლებიც შენგენის ზონაში შედიან: ავსტრია, ბელგია, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი და შვედეთი;
    ევროკავშირის წევრი ქვეყნები, რომლებიც ჯერ არ არიან სრულად ინტეგრირებული შენგენის ზონაში: ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი და რუმინეთი.
    საფრანგეთისა და ნიდერლანდების შემთხვევაში, უვიზო მიმოსვლა ამ ქვეყნების მხოლოდ ევროპულ ტერიტორიებს მოიცავს", ნათქვამია დოკუმენტში.
    წყარო: eeas.europa.eu
 
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა info@csogeorgia.org