• 21/04/2017
    „კულტურის მინისტრის ბინაში რეგისტრირებული კომპანია სახელმწიფოს ვალს არ იხდის“


    თბილისი. 2016 ლის 9 დეკემბერს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, საზოგადოებას კვლევა - „მინისტრის ბინაში რეგისტრირებული კომპანია სახელმწიფოს მილიონზე მეტი ვალით" გააცნო.
    „მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეიშენალ ივენთს, ვალდებულებების შესრულების ბოლო ვადად 2017 წლის 1 იანვარი განესაზღვრა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, კომპანიას ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულები არ შეუსრულებია.
    ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მნიშვნელოვნად მიაჩნია შემდეგი:
    - სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებამოსილება და ინტერნეიშენალ ივენთსის მიერ არაერთხელ დარღვეული სახელშეკრულებო ვალდებულებების შემდეგ, შეწყვიტოს კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება;
    - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტომ ყველა ღონე უნდა იხმაროს რომ შპს ინტერნეიშენალ ივენთსმა სრულად დაფაროს სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანება", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
    წყარო: gyla.ge

 
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა info@csogeorgia.org