• 21/04/2017
    კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტის მოკლე შეფასება


    თბილისი. ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტს აფასებს.
    „მიგვაჩნია, რომ კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტით გათვალისწინებული მთელი რიგი საკითხები საჭიროებს გადამუშავებას და სამომავლო დახვეწას, რათა უზრუნველყოფილი იქნეს საერთაშორისო სტანდარტებსა და დემოკრატიის პრინციპებთან თანხვედრაში მყოფი კონსტიტუციის მიღება.
    ყველა პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით კომისიის სხდომაზე ჩვენ დავაყენებთ ალტერნატიულ წინადადებებს.
    იმედს ვიტოვებთ, რომ კომისიის შემაჯამებელ სხდომაზე და საპარლამენტო განხილვებისას შეიცვლება ზემოაღნიშნული მანკიერი დებულებები და შენარჩუნებული იქნება ყველა გაუმჯობესება, რომელიც დადებითად იქნა შეფასებული სამოქალაქო სექტორის მხრიდან", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
    წყარო: www.isfed.ge

 
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა info@csogeorgia.org