• 21/04/2017
    „საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ხარისხის კონტროლი საქართველოში“


    უკრაინა. 19-21 აპრილს, კიევში გამართულ ღონისძიებაზე IDFI-ის საჯარო პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა თამარ იაკობიძემ წარმოადგინა შედეგების პრეზენტაცია პროექტისა „საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ხარისხის კონტროლი საქართველოში".
    „პროექტი ხორციელდება IDFI-ის მიერ USAID/Georgia / G4G-ის მხარდაჭერით და იგი იყენებს უნიკალურ მიდგომას საჯარო-კერძო დიალოგის მასშტაბისა და ხარისხის გასაზომად.
    ღონისძიებაში მონაწილეობს 30 კოორდინატორი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან. ისინი თითოეული ქვეყნისთვის შეიმუშავებენ რეკომენდაციებს შემდეგი ხუთი მიმართულებით: ინვესტიციები და ბიზნეს-კლიმატი, ფინანსების ხელმისაწვდომობა, ბაზრის ხელმისაწვდომობა, ინოვაცია და ტრენინგი, გადასახადები და საბაჟოს საკითხები. რეკომენდაციები დაეფუძნება თითოეულ ქვეყანაში წინასწარ ჩატარებულ საჯარო-კერძო დიალოგებს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
    წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში

 
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა info@csogeorgia.org