• 17/07/2017
    ადამიანის უფლებათა დაცვის 2016-2017 წლების სამთავრობო გეგმის მონიტორინგი


    თბილისი. 2017 წლის ივნისიდან ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), ოთხ სხვა პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაცისთან ერთად, ახორციელებს პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს „ადამიანის უფლებათა დაცვის 2016-2017 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმის" მონიტორინგსა და შემდგომი პერიოდის ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში მონაწილეობას. EMC მუშაობს ორ სხვადასხვა პროექტზე, რომელსაც აღმოსავლეთ დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამა „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (PROLoG) და ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო” უჭერს მხარს.
    ფონდის "ღია საზოგადოება საქართველოს" მიერ მხარდაჭერილი პროექტი მიზნად ისახავს ადამიანის უფლებათა დაცვის 2016-2017 წლების სამთავრობო გეგმის მონიტორინგს ბავშვთა, ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების მიმართულებით, ასევე - დასახელებული საკითხებთან კავშირში მოქმედი სხვა დოკუმენტების მონიტორინგს.
    აღმოსავლეთ დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის მიზანია ადამიანის უფლებათა დაცვის 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის მონიტორინგი გამოხატვის, შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების, ეროვნული/ეთნიკური უმცირესოებების, რელიგიური უმცირესობებებისა და ლგბტი პირთა უფლებების მიმართულებებით, ასევე - ამ თემებთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტების მონიტორინგი.
    წყარო: ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ვებგვერდი

 
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა info@csogeorgia.org