• 17/07/2017
    შეხვედრა მარნეულის მუნიციპალიტეტში


    ქვემო ქართლი. 14 ივლისს, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები გამგეობის, სოციალური მომსახურების სააგენტოს ადგილობრივი სამსახურისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბაგა-ბაღების გაერთიანების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
    „შეხვედრის დროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის თანამშრომლებმა ისაუბრეს საქართველოს სახალხო დამცველის მანდატზე, შშმ პირთა უფლებების კონვენციასა და მისი იმპლემენტაციის პროცესზე. ასევე, ადგილობრივ დონეზე ამ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოების შექმნისა და ამოქმედების აუცილებლობაზე, მისაწვდომობის სტანდარტების უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე, ბიუჯეტირების პროცესში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჩართულობის საჭიროებაზე", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
    წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში

 
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა info@csogeorgia.org