• 17/07/2017
    კოალიცია თანასწორობისთვის თათია დოლიძის მისამართით მუქარის ეფექტურ გამოძიებას ითხოვს


    თბილისი. „კოალიცია თანასწორობისთვის" ეხმიანება 2017 წლის 16 ივლისს სოციალურ ქსელ „ფეისბუქში" ქალის მიმართ ჯგუფური გაუპატიურების მუქარას. ორგანიზაციები მოუწოდებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიიღოს სათანადო ზომები მის აღსაკვეთად და შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის დასაყენებლად.
    შინაგან საქმეთა სამინისტროს:
    კოალიცია შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მოითხოვს:
    „უზრუნველყოს თათია დოლიძის მიმართ ჩადენილ დანაშაულზე დაწყებული გამოძიების სწრაფად, მიუკერძოებლად და გენდერული ხედვით ჩატარება;
    სისხლისსამართლებრივი დევნაზე გადაწყვეტილების მიღებისას ამოსავალი წერტილი იყოს ქმედების დამაზიანებელი ეფექტი ქალებისთვის და საჯარო ინტერესი;
    ასევე მნიშვნელოვანია, რომ სექსტიტურ და დანაშაულებრივ განცხადებებს, ისევე როგორც მარშის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ქსენოფობიურ, რასისტულ მოწოდებებს, პოლიტიკური ხელისუფლება მკაცრად გაემიჯნოს და მოხდინოს თანასწორობასა და ადამიანის უფლებების იდეებზე დაფუძნებული პოლიტიკური იდეების ღია მხარდაჭერა და გავრცელება", ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
    წყარო: gyla.ge

 
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა info@csogeorgia.org