• 17/07/2017
    საქართველოს სახალხო დამცველი „ქართული მარშის“ მონაწილეთა განცხადებებს ეხმიანება


    თბილისი. საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება მოძრაობა „ქართული მარშის" ორგანიზატორთა მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებებს, რომელიც ახალგაზრდა ქალის შეურაცხყოფასა და სავარაუდო მუქარას შეიცავდა.
    „სახალხო დამცველი შეშფოთებას გამოთქვამს აშკარა მიზოგინიური და სიძულვილის ენის გამოყენების გამო, რაც კიდევ უფრო ამყარებს გენდერული თანასწორობის მხრივ ქვეყანაში არსებულ რთულ მდგომარეობას. ამასთან, მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროულად და ეფექტიანად წარიმართოს მუქარის სავარაუდო ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიება", - ნათქვამია განცხადებაში.
    წყარო: საქართველოს სახალხო დამცველის ვებგვერდი

 
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა info@csogeorgia.org