• 17/07/2017
    მუდმივმოქმედი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შექმნის დღე


    თბილისი. 17 ივლისი რომის სტატუტის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) დამფუძნებელი დოკუმენტის მიღების, მუდმივმოქმედი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შექმნის დღეა. ამასთან დაკავშირებით, უფლებადამცველი ორგანიზაციები სპეციალურ წერილს აქვეყნებენ.
    „მუდმივმოქმედი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შექმნა მიზნად ისახავს განსაკუთრებით მძიმე საერთაშორისო დანაშაულებისათვის (გენოციდი, კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული და ომის დანაშაული) პასუხისმგებელი პირების დასჯას," - ნათქვამია წერილში, - „ხელმომწერი ორგანიზაციები სოლიდარობას გამოვხატავთ საერთაშორისო დანაშაულების ყველა მსხვერპლის მიმართ, რომლებსაც უარი ეთქვათ მართლმსაჯულებაზე ან რომლებიც ელოდებიან მართლმსაჯულების აღსრულებას. 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულები იმ ადამიანთა შორის არიან, რომლებიც ჯერ კიდევ ელოდებიან მართლმსაჯულების აღსრულებას".
    საქართველოს უფლებადამცველი ორგანიზაციების რეკომენდაციაა: სასწრაფოდ გაიხსნას ICC-ის ადგილობრივი ოფისი საქართველოში, რომელიც იქნება ქვაკუთხედი სასამართლოს ცნობიერების ამაღლებისა და საინფორმაციო ხასიათის ღონისძიებების განხორციელებისათვის; გაზრდის სასამართლოს ცნობიერებას ადგილობრივი და რეგიონალური კონტექსტის შესახებ; მოამზადებს ფუნდამენტს მსხვერპლთა ნდობის ფონდის (TFV) დახმარების მანდატის დასაწყებად; დაეხმარება პროკურორის ოფისს (OTP) ადგილზე მისი მოვალეობების განსახორციელებლად; იმოქმედებს, როგორც სასამართლოს წარმომადგენელი ადგილზე და ითანამშრომლებს სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის საერთაშორისო დონორებთან და დიპლომატიურ კორპუსთან; მიიღებს უკუკავშირს დაზარალებულებისაგან და მოახდენს მათი მოსაზრებების ინტეგრაციას საკუთარ საქმიანობაში; სხვა.
    წყარო: საია-ს ვებგვერდი


 
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა info@csogeorgia.org