• 02/10/2017
    10 ჰაბი საქართველოს 10 რეგიონში


    თბილისი. სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის პროექტის ფარგლებში დასრულდა ჰაბების შესარჩევი კონკურსი, რომლის ფარგლებშიც გამოვლინდა რეგიონული 10 ორგანიზაცია. მაშ ასე, საქართველოს 10 რეგიონში 10 ჰაბი შეიქმნება, პროექტის  მმართველი საბჭოს გადაწყვეტილებით, მათ მუშაობას კოორდინაციას შემდეგი ორგანიზაციები გაუწევენ:
    აჭარა – ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი "ინტელექტი";
    სამცხე-ჯავახეთი – დემოკრატ მესხთა კავშირი;
    შიდა ქართლი – გორის საინფორმაციო ცენტრი;
    გურია - ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი;
    იმერეთი - ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო;
    კახეთი - კახეთის მედია ცენტრი;
    მცხეთა-მთიანეთი - უკეთესი მომავლისათვის;
    სამეგრელო-ზემო სვანეთი - ათინათი;
    რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – ფონდი „აფხაზინტერკონტი";
    ქვემო ქართლი – სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი.
    ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი - „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" მიზნად ისახავს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისათვის არსებული გარემოს გაუმჯობესებას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებას, ბენეფიციართა მიმართ მათი ანგარიშვალდებულების გაზრდასა და სხვა აქტორებთან კავშირების გაფართოებას.
    ეფექტიანი და მდგრადი შედეგების მისაღწევად, რეგიონულ და ეროვნულ დონეებზე გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის ხელშესაწყობად, საქართველოს რეგიონებში ჰაბები იფუნქციონირებენ.
    შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის პროექტის ფარგლებში კონკურსი 19 ივნისს გამოცხადდა და დასრულდა 18 აგვისტოს. სულ 34 ორგანიზაციამ შეიტანა განაცხადი. საკონკურსო განაცხადები განიხილა პროექტის მმართველმა საბჭომ, რომლის შემადგენლობაში შედიან პროექტის კონსორციუმში შემავალი ორგანიზაციები - კონრად ადენაუერის ფონდი, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი. თითოეულ ორგანიზაციას საბჭოში აქვს ერთი ხმა (დეტალურად იხ. პროექტის გვერდი სოციალურ ქსელში). საბჭომ გამარჯვებული ორგანიზაციები გამოავლინა გურიაში, იმერეთში, კახეთში, მცხეთა–მთიანეთში, სამეგრელო–ზემო სვანეთში, დამატებითი გასაუბრებით შემდგომ გამარჯვებულები გამოვლინდნენ აჭარაში, სამცხე–ჯავახეთში და შიდა ქართლში, ხოლო რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის და ქვემო ქართლისთვის ხელმეორედ გამოცხადებული კონკურსის შემდგომ შეირჩნენ ადგილობრივი ორგანიზაციები.
    ჰაბების შესარჩევი კონკურსი გამოცხადებული იყო „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" პროექტის ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით. კონსორციუმში შედიან სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი, ქუთაისის განათლები განვითარებისა და დასაქმების ცენტრი.

 
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა info@csogeorgia.org