• 12/10/2017
    სამუშაო შეხვედრა ქალთა უფლებების შესახებ


    თბილისი. 11 ოქტომბერს ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" იურისტმა „ამერიკის კუთხე – რუსთავისა" და „ახალგაზრდა ინიციატორების" ორგანიზაციაში გაწევრიანებული ქალებისთვის ქალთა უფლებების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
    „მარიამმა შეხვედრაზე ქალთა ემანსიპაციის შესახებ ისაუბრა როგორც მსოფლიოს, ასევე საქართველოს მაგალითზე. მონაწილეებს საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებები გააცნო, ყურადღება გაამახვილა ქალთა მიმართ ძალადობაზე, შრომით ურთიერთობებსა და გენდერული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე. მარიამმა შეხვედრის მონაწილეებს, ასევე, გააცნო სტამბოლის კონვენციის საფუძველზე განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილები", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
    წყარო: phrgeorgia.wordpress.com

 
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა info@csogeorgia.org