• 13/10/2017
    „გიუნაის ხალიჩა“ – ანუკ ბელუგას კომიქსი ადრეულ ქორწინებაზე


    თბილისი. პროექტის „ადრეული ქორწინების პრევენცია ქვემო ქართლში" ფარგლებში, რომელიც ქვემო ქართლის აზერბაიჯანულ თემში ადრეული ქორწინების წინააღმდეგ კამპანიასაც მოიცავს, „საფარმა" მხატვარ ანუკ ბელუგას ავტორობით შექმნილი კომიქსი გამოსცა, სახელწოდებით „გიუნაის ხალიჩა".
    „კომიქსი 9 ათასიანი ტირაჟით დაიბეჭდა, აზერბაიჯანულ ენაზე და იგი დარიგდება იმ 90 სკოლაში, სადაც „საფარის" მიერ დატრეინინგებული ახალგაზრდები მოსწავლეებთან ადრეული ქორწინების პრევენციის შესახებ შეხვედრებს გამართავენ.
    „გიუნაის ხალიჩა" საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით დაიბეჭდა, თავად პროექტი „ადრეული ქორწინების პრევენცია ქვემო ქართლში" კი, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
    წყარო: sapari.ge

 
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა info@csogeorgia.org