• 14/11/2017
    „არა ფობიას!“ წევრი ორგანიზაციების განცხადება


    თბილისი. სამოქალაქო პლატფორმა „არა ფობიას!" წევრი ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ ქვეყანაში გაძლიერებული ჰომოფობიური განწყობების შესახებ.
    „სამოქალაქო პლატფორმა „არა ფობიას!" წევრი ორგანიზაციები გამოვხატავთ შეშფოთებას ქვეყანაში გაძლიერებული ჰომოფობიური განწყობების გამო, რაც საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრისა და არნემის „ვიტესის" კაპიტნის გურამ კაშიას მიერ, 2017 წლის 15 ოქტომბერს „ჰერაკლესის" წინააღმდეგ გამართულ მატჩში, ლგბტ პირთა მხარდამჭერი სამკლაურით თამაშს მოჰყვა.
    კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პოლიტიკოსებს, საჯარო პირებს და მედიის წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ ჰომოფობიური, დისკრიმინაციული და სიძულვილის ენის შემცველი განცხადებებისგან, რათა კიდევ უფრო მეტად არ გამძაფრდეს ჰომოფობიური განწყობები საზოგადოებაში, არ შეილახოს სხვადასხვა ნიშნით უმცირესობაში მყოფი პირების უფლებები და არ მოხდეს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების წახალისება, რაც ზიანს აყენებს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას", ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
    წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში
 
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა info@csogeorgia.org