• 14/11/2017
    ევროკავშირის მხარდაჭერით RDFG-იმ თეთრიწყაროში დასაქმების პროგრამა დაიწყო


    ქვემო ქართლი. ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის, „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში", ფარგლებში, ოგანიზაცია RDFG-იმ დასაქმების პროგრამის პირველი ფაზა დაიწყო.
    მონაწილეობის მსურველთაგან 20 სამუშაოს მაძიებელი შეირჩა, რომლებიც 5 თვის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობაში მიიღებენ მონაწილეობას. ისინი დასაქმებისათვის საჭირო უნარებს განივითარებენ და კარიერის დაგეგმვას ისწავლიან.
    ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი RDFG-ის პროექტი „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში" სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD-ის მეორე ფაზის ფარგლებში ხორციელდება. ENPARD II სოფლის განვითარების ევროპულ მოდელს „ლიდერს” (LEADER) იყენებს. მისი მიზანია, სოფლის განვითარებაში ჩართოს ადამიანები, როგორც განმახორციელებელი პირები და არა როგორც მოსარგებლეები. აღნიშნული მიდგომით შესაძლებელი ხდება სოფლის სამომავლო განვითარება, რისთვისაც კონკრეტულ ტერიტორიაზე ადგილობრივი განვითარების ჯგუფები (LAG) იქმნება, როგორც პარტნიორობა კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორებს შორის.
    პროექტის პარტნიორები არიან აგრო-ტექნოლოგიების ასოციაცია (ATA), ლიტვის განვითარების ჯგუფების ქსელი (VVGT) და ლიტვის სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
    წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

 
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა info@csogeorgia.org