• 07/12/2017
    სკოლებში ძალადობა მომატებულია


    თბილისი. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ანა არგანაშვილის სტატიას აქვეყნებს: „დამცირება, დაცინვა, ფიზიკური შეურაცხყოფა – სკოლებში ძალადობა მომატებულია".
    „დღეს საქართველოში ბავშვის აქტიურობა არ არის მხარდაჭერილი. ის მოზარდები, რომლებიც საკუთარი უფლებების დაცვას ცდილობენ, ხშირად არ მოსწონთ სკოლის მასწავლებლებს. ამ ფაქტმა გარკვეულ შემთხვევებში სიტუაციის გამწვავება გამოიწვია.
    სკოლებში ძალადობის შემთხვევები ნამდვილად არ არის შესუსტებული, პირიქით, შემიძლია გითხრათ, რომ მომატებულიც კია. ამას არაერთი მიზეზი აქვს, მათ შორის, ერთ-ერთი ის არის, რომ ბავშვები, რომლებმაც გაიგეს საკუთარი უფლებების შესახებ და გარკვეულ სიტუაციებში პროტესტი უჩნდებათ, თავიანთი აქტიურობის გამო ხშირად გამხდარან მეორადი ძალადობის მსხვერპლნი.
    ის მოსწავლეები, რომლებსაც ესმით საკუთარი უფლებების შესახებ მედიიდან, სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებიდან და გარკვეული აქტივობებით ამ უფლებების დაცვას ცდილობენ, ხშირად უფრო ცუდ მდგომარეობაში აღმოჩენილან, ვინაიდან ეს მათი დასჯის ან კიდევ უფრო მეტი ძალადობის მიზეზი გამხდარა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
    წყარო: phrgeorgia.wordpress.com

 
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა info@csogeorgia.org