• 07/12/2017
    სახალხო დამცველი რამდენიმე გახმაურებულ საქმეთა გამოძიების შედეგებს აჯამებს


    თბილისი. საქართველოს სახალხო დამცველმა შეაჯამა იმ გახმაურებული საქმეების გამოძიების შედეგები, რომელიც, 2012 წლიდან დღემდე, საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, საკუთარი ინიციატივით შეისწავლა, საპარლამენტო ანგარიშებში ასახა და, ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, მათთან დაკავშირებით, რეკომენდაციები გასცა.
    „ამ განცხადების მომზადების დღისთვის საქართველოს მთავარი პროკურატურიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი საგამოძიებო მოქმედებაა ჩატარებული, ამ საქმეთა უმრავლესობაში დამნაშავე პირების გამოვლენა არ მომხდარა; უმეტეს შემთხვევაში არ არის მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებები", - ამბობს საქართველოს სახალხო დამცველი.
    წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

 
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა info@csogeorgia.org