• 13/03/2018
    EMC: მშრომელთა მოლაპარაკების ძალა


    თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აქვეყნებს სტატიას „მშრომელთა მოლაპარაკების ძალა, პოლიტიკური მოცემულობა, სოციალური სტრუქტურა და რესურსები". მასალაში საუბარი 2010-2016 წლებში საქართველოში გამართული გაფიცვების შესახებ და გააანალიზებულია მშრომელთა წინააღმდეგობის პოლიტიკა.
    „მშრომელთა წინააღმდეგობის პოლიტიკის შემთხვევაზე დაკვირვებისას საინტერესოა, თუ რა გარემოებები განაპირობებდა წინააღმდეგობის შემთხვევების ეფექტურობას და რა ქმნიდა გამონაკლის შემთხვევებს? რა შემთხვევაში მიდოდა საწარმოს წარმომადგენლები დათმობაზე და რა მეთოდებს იყენებდნენ ისინი პროცესების სამართავად? ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად და მსჯელობისთვის წერილში განხილულია ის ფაქტორები, რომლებიც სინამდვილეში მსჯელობის ცენტრალურ საკითხად უნდა გადაიქცეს და მათზე რეფლექსირებით მოხდეს მშრომელთა წინააღმდეგობის მოქმედებების ანალიზი თუ შეფასება", - ვკითხულობთ სტატიაში.
    წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

 
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა info@csogeorgia.org