• 16/04/2018
    იოჰანეს ჰანის საპასუხო წერილი შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით


    თბილისი. 13 თებერვალს არასამთავრობო ორგანიზაციებმა და დამოუკიდებელმა აქტივისტურმა ჯგუფებმა ერთობლივი წერილით მიმართეს ევროკომისრებს იოჰანეს ჰანს, მარიანა ტისენის და სესილია მალმსტრომს.
    საპასუხო წერილი ევროკომისრებისგან „შრომის უსაფრთხოების შესახებ" საქართველოს კანონის მიღების შემდეგ გამოიგზავნა, სადაც აღწერილია ევროკომისრების მოსაზრებები შრომის უსაფრთხოების მიღებულ კანონთან და საქართველოში შრომის პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებით.
    „საქართველოში არსებული ამჟამინდელი პრაქტიკა, ისევე, როგორც „შრომის უსაფრთხოების შესახებ" კანონი, სრულად არ შეესაბამება საქართველოს იმ ვალდებულებებს, რომელიც გულისხმობს ეროვნული კანონმდებლობის დაახლოებას ევროკავშირის [სტანდარტებთან] სამუშაო ადგილას ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების და შრომის დაცვის სფეროში. ეს უკანასკნელი უზრუნველყოფს ეფექტიანი, პროპორციული და გამჭვირვალე სანქციების მოქმედებას, რომლებსაც დამსაქმებლებთან მიმართებით გააჩნია ნამდვილი და შემაკავებელი ეფექტი", საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ წერილში. 
    წყარო: gyla.ge

 
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა info@csogeorgia.org