• 13/06/2018
    იაპონიის საელჩოს საგრანტო სექცია საჯარო კონსულტაციებს გამართავს


    თბილისი. იაპონიის საელჩოს საგრანტო სექცია დასავლეთ საქართველოში მართავს საჯარო კონსულტაციის შეხვედრებს: გრასრუტებისა და ადამიანთა უსაფრთხოების საგრანტო დახმარებისა და კულტურულ პროექტების შესახებ.
    გრასრუტების საგრანტო პროექტები არის საგრანტო სქემა, რომელიც აქტიურად ხორციელდება საქართველოში 1998 წლიდან. აღნიშნული გრანტი წარმოადგენს ოფიციალური განვითარების ხელშეწყობის ფინანსური დახმარების ნაწილს, რომელიც გამოყოფილია პროექტების განხორციელებისთვის ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციების დონეზე. საგრანტო სქემა ადგილობრივ გრასრუტ დონეზე ეხმარება ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად.
    გრასრუტების საგრანტო პროექტები ხორციელდება ორი მიმართულებით:
    I გრასრუტების და ადამიანთა უსაფრთხოების პროექტები (GGP)
    II გრასრუტების და კულტურული დახმარების პროექტები (GCGP)
    წყარო: საელჩოს ვებგვერდი სოციალურ ქსელში

 
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა info@csogeorgia.org