• 14/06/2018
    საია: პირს მუზეუმში უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევით გამოწვეული ზიანი აუნაზღაურდა


    თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სასარგებლოდ კულტურის სამინისტროს მის დაქვემდებარებაში არსებულ ერთ-ერთ მუზეუმთან ერთად ზიანის ანაზღაურება დაეკისრა. 
    „სასამართლოს გადაწყვეტილებით მოსარჩელეს აუნაზღაურდა ჯანმრთელობის დაზიანებით მიყენებული მორალური ზიანი 10 000 ლარის ოდენობით, ასევე უცხოეთში მკურნალობის ხარჯები, საქართველოში ჩატარებული მკურნალობის ხარჯები და დაენიშნა შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის არსებობამდე ყოველთვიური სარჩო.
    მოსარჩელემ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება 2014 წლის მაისში მიიღო, როდესაც იგი შვილთან ერთად ექსკურსიაზე იმყოფებოდა მუზეუმში. მუზეუმის დათვალიერებისას მოულოდნელად ჩამოიშალა აივნის მოაჯირის კონსტრუქცია, რასაც შედეგად მოჰყვა მოსარჩელის აივნიდან გადავარდნა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
    წყარო: gyla.ge

 
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა info@csogeorgia.org