• 14/06/2018
    სახალხო დამცველის განცხადება შშმ პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით


    თბილისი. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს.
    „სახალხო დამცველი ყოველწლიურად საუბრობს ამ პირთა უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომლებიც წლების მანძილზე გამოწვევად რჩება საქართველოში", - ვკითხულობთ განცხადებაში, - „პრობლემებს შორის არის შშმ პირთა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის უფლება, ბავშვთა და ზრდასრულ პირთათვის რეაბილიტაცია/აბილიტაციის მომსახურების სათანადო უზრუნველყოფა, შშმ ქალების/გოგონების რეპროდუქციული და სექსუალური ჯანმრთელობის უფლებების რეალიზება. მნიშვნელოვანი გამოწვევაა ფიზიკური გარემოს მისაწვდომობა. ქვეყნის მასშტაბით შშმ პირთა მიერ საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტებით, სასწავლო დაწესებულებებით, მუნიციპალური ტრანსპორტით თუ საგზაო ინფრასტრუქტურით სარგებლობა".
    წყარო: სახალხო დამცველის ვებგვერდი

 
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა info@csogeorgia.org