• 11/07/2018
    სახელმწიფო შესყიდვების წლიურ გეგმებთან დაკავშირებული პრობლემები


    თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” 2017 წლის 15 ყველაზე მსხვილი შემსყიდველი სახელმწიფო ორგანიზაციის შესყიდვების წლიური გეგმები გააანალიზა. დოკუმენტის მიხედვით, სახელმწიფო შესყიდვის დაგეგმვაში ძირითადად, ორი სახის პრობლემაა: შესყიდვების წლიური გეგმების შინაარსი და წლის განმავლობაში შესყიდვების გეგმაში შეტანილი ცვლილებები; შესყიდვების წლიური გეგმები, ხშირ შემთხვევაში, ფორმალურად არის შედგენილი; 15 ორგანიზაციის თავდაპირველ გეგმებში შეტანილი შესყიდვების დაახლოებით 52%-მა წლის განმავლობაში განიცადა კორექტირება, რაც, ორგანიზაციის დასკვნით, ტენდერებში მიმწოდებლებს შორის კონკურენციაზე და შესყიდული საქონლის და მომსახურების ხარისხზე უარყოფითად აისახება.
    წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი


 
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა info@csogeorgia.org