• 12/07/2018
    განცხადება საპროკურორო საბჭოს სხდომასთან დაკავშირებით


    თბილისი. საზოგადოებრივი ორგანიზაციების ნაწილი, საპროკურორო საბჭოს 11 ივლისის სხდომასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
    „განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმიანებით, მთავარი პროკურორის კანდიდატურის შერჩევის მიზნით, დღეს გამართულ საპროკურორო საბჭოს სხდომას და კიდევ ერთხელ გვსურს ხაზი გავუსვათ, რომ აუცილებელია პროცესი შეჩერდეს კონსტიტუციური ცვლილებების ამოქმედებამდე", - ნათქვამია განცხადებაში, - „მთავარი პროკურორის არჩევის მოქმედი წესი მნიშვნელოვან ხარვეზებს შეიცავს. კერძოდ, საპროკურორო საბჭოს კანდიდატებს წარუდგენს იუსტიციის მინისტრი. მინისტრი, ასევე, გვევლინება საბჭოს თავმჯდომარედ. საბჭოს წევრები არიან პარლამენტარები და საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან არჩეული 2 არაპროკურორი წევრი. ამ რეჟიმში, საბჭო ვერ უზრუნველყოფს, მთავარი პროკურორის კანდიდატად პიოლიტიკურად ნეიტრალური პირის შერჩევას, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა დღეს განვითარებული მოვლენებით".
    წყარო: idfi.ge


 
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა info@csogeorgia.org