• 12/07/2018
    GDI-ის წარმატებული საქმე - არასრულწლოვანს ალიმენტი დაენიშნა


    თბილისი. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) იურისტის, მაია გიგინეიშვილის დახმარებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ მამას არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ყოველთვიურად 300 ლარის ოდენობის ალიმენტის გადახდა დააკისრა. 
    „ბავშვის მამა უარს აცხადებდა არასრულწლოვანი შვილის რჩენაზე და თვეების განმავლობაში დედა მარტო ცდილობდა არასრულწლოვანი შვილის აღზრდას. GDI-ის შვილის სასარგებლოდ მამისთვის ალიმენტის დაკისრების პროცესში დახმარებისთვის სწორედ არასრულწლოვანის დედამ მიმართა.
    თბილისის საქალაქო სასამართლომ 2018 წლის 9 თებერვალს დააკმაყოფილა ჩვენს მიერ მომზადებული სარჩელი მამისთვის ალიმენტის დაკისრების თაობაზე. ამჟამად, საქმეზე დაწყებულია აღსრულების პროცესი და 1200 ლარის ოდენობის თანხა მოსარჩელეს უკვე ჩაერიცხა, ხოლო მოპასუხეს ყოველთვიურად 300 ლარის ოდენობის ალიმენტის გადახდა შვილის სრულწლოვანებამდე მოუწევს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
    წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში

 
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა info@csogeorgia.org