• 12/07/2018
    აკაკი გოგიჩაიშვილმა ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია


    თბილისი. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით ტელეკომპანია „იბერიის” წამყვანმა, აკაკი გოგიჩაიშვილმა დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი, რომლის თანახმადაც ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის უფლებას მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.
    „მის წინააღმდეგ განცხადება შემოიტანა განათლების საერთაშორისო ცენტრმა. ის სადავოდ ხდიდა გადაცემა „ბიზნეს კოდის” იმ ეპიზოდს, რომელიც ამ ცენტრის საქმიანობას მიეძღვნა.  მათი აზრით, წამყვანმა აუდიტორიას არასწორი ინფორმაცია მიაწოდა. 
    საბჭომ სადავო მასალა მხოლოდ პირველი პრინციპის ჭრილში განიხილა და დარღვევა დაადგინა”, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
    წყარო: qartia.ge

 
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა info@csogeorgia.org