• 12/07/2018
    TI: კანონთან შეუსაბამო პოლიტიკური რეკლამები ტელეკომპანია „ობიექტივზე”


    თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" (TI) მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია „ობიექტივის" ეთერში კანონთან შეუსაბამო პოლიტიკური რეკლამები გადის.
    „ბოლო კვირების განმავლობაში, ტელეკომპანია „ობიექტივის" ეთერში ტრიალებს პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" რეკლამები, რაც არჩევნების ოფიციალურად გამოცხადებამდე აკრძალულია და „მაუწყებლობის შესახებ" კანონის დარღვევად ითვლება", - ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, - „თუ დადგინდა, რომ ზემოაღნიშნული სარეკლამო შინაარსის ვიდეორგოლები უსასყიდლოდ გადის ტელეკომპანია „ობიექტივის” ეთერში, ადგილი ექნება ტელეკომპანიის მიერ პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" სასარგებლოდ განხორციელებულ შემოწირულებას".
    წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

 
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა info@csogeorgia.org