• 12/07/2018
    თბილისის სააპელაციო სასამართლომ გენდერული სტატისტიკის წარმოება დაიწყო


    თბილისი. 4 ივლისს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) საჩივარი. მან გააუქმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემაზე, იმ ნაწილში, რომლითაც ორგანიზაციას უარი ეთქვა მოთხოვნილი ინფორმაციის გადაცემაზე.
    „თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 10 მაისის წერილით გვეცნობა, რომ სასამართლო სტატისტიკას არ აწარმოებს გენდერული ნიშნისა და ძალადობის ფორმების მიხედვით. აღნიშნული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წესით გასაჩივრებულ იქნა ორგანიზაციის მიერ. თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა PHR-ის პოზიცია და განმარტა, რომ სასამართლო  სრულყოფილად არ ახორციელებს სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების გენდერულ ანალიზს, დამცავი და შემაკავებელი ორდერების დეტალურ ანალიზს, მათ შორის ძალადობის ფორმების მიხედვით, მაგრამ განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის დამუშავება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ ტექნიკური თვალსაზრისით შესაძლებელია", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
    წყარო: phrgeorgia.wordpress.com

 
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა info@csogeorgia.org