• 10/08/2018
    10 წელი ომიდან და რუსული პროპაგანდის გავლენა ქართულ პოლიტიკურ პროცესებზე


    თბილისი. ხელმომწერი ორგანიზაციები, ვეხმაურებით რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავს და ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს. პირველ რიგში, ვიხსენებთ ომის მსხვერპლებს. კიდევ ერთხელ თანადგომას ვუცხადებთ მათ ოჯახებსა და სხვა დაზარალებულ პირებს.
    „2008 წელს განხორციელდა ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენცია საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევით, რომლის შედეგადაც, დაზარალდა ათასობით ადამიანი. სამხედრო აგრესია მიმართული იყო ეთნიკურად ქართველი მოსახლეობისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ, რასაც შედეგად მოჰყვა ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ანექსია. ოკუპაციისა და ქართველი ხალხის დევნის პროცესი დღესაც გრძელდება. ასევე, რუსეთის ფედერაციის მხრიდან, არ სრულდება 2008 წლის 12 აგვისტოს მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.
    ზემოხსენებულის ფონზე, შემაშფოთებელია, აგვისტოს ომიდან 10 წლისთავზე, პოლიტიკოსების მხრიდან, წინაასარჩევნო თუ სხვა პოლიტიკური მიზნებისთვის გაკეთებული განცხადებები, რომლის მიხედვით 2008 წლის ომის დაწყებაში ბრალი საქართველოს მიუძღვის", ნათქვამია ერთობლივ განცხადებში.
    წყარო: www.osgf.ge

 
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა info@csogeorgia.org