• 14/09/2018
    ცესკო-ს, საპრეზიდენტო არჩევნებისათვის შექმნილ უწყებათაშორის კომისიასა და სსო–ებს შორის მემორანდუმი გაფორმდა


    თბილისი. ცესკო-ს, საპრეზიდენტო არჩევნებისათვის შექმნილ უწყებათაშორის კომისიასა და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ტრადიციული მემორანდუმი გაფორმდა.
    დოკუმენტს, ცესკო-ს თავმჯდომარესა და უწყებათაშორისი კომისიის მდივანთან ერთად, ხელი მოაწერეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც თანხმდებიან, იხელმძღვანელონ მემორანდუმში გაწერილი განმარტებებით.
    მემორანდუმის მიზანი ადმინისტრაციული რესურსების შესახებ „საქართველოს საარჩევნო კოდექსში" არსებული მუხლების ერთგვაროვანი განმარტებაა, რათა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების რისკები სრულად იქნეს აღმოფხვრილი და არჩევნები სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარდეს.
    ურთიერთგაგების მემორანდუმი ცესკო-ს, უწყებათაშორის კომისიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის 2013 წლიდან ტრადიციულად ყოველი არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში ფორმდება.
    სრულად...
    წყარო: იუსტიციის სამინისტრო

 
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა info@csogeorgia.org