• 11/10/2018
    საია - ირაკლი ხოფერიას წამების საქმესთან დაკავშირებით


    თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, პოლიციელთა მხრიდან ირაკლი ხოფერიას წამების საქმეზე დღემდე ბრალდებულად არავინაა ცნობილი.
    „გამოძიების მიერ შეგროვებული მტკიცებულებები იძლევა საკმარის საფუძველს პოლიციელთა მიმართ ბრალის წასაყენებლად. მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავარი პროკურატურა დღემდე არ ახორციელებს კანონით მასზე დაკისრებულ ვალდებულებას და არ იწყებს სისხლის სამართლებრივ დევნას შესაბამისი პირების მიმართ. მოვუწოდებთ საქართველოს მთავარ პროკურატურას, დაუყოვნებლივ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა ირაკლი ხოფერიას მიმართ ჩადენილი წამებისა და სხვა დანაშაულების ფაქტებზე", - აცხადებს საია.
    წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

 
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა [email protected]