• 11/10/2018
    ქალები თვითმმართველობაში - გენდერული დისბალანსი სამეგრელო -ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში


    თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში თანამდებობის პირთა და საკრებულოს წევრთა უმრავლესობას მამაკაცები წარმოადგენენ.
    „წინამდებარე კვლევის მიზანია, შევადაროთ 2018 წლის აგვისტოს მდგომარეობით ქალთა და მამაკაცთა წარმომადგენლობის მაჩვენებლები რეგიონის მუნიციპალიტეტების მერიებში 2016 წლის აპრილში არსებულ ვითარებასთან, ასევე ქალთა წარმომადგენლობა 2017 და 2014 წლების მოწვევის საკრებულოებში.
    ქალთა წარმომადგენლობის დონე პროცენტული თვალსაზრისით მცირედით შემცირდა საკრებულოებში: თუკი 2014 წლის მოწვევის საკრებულოებში ქალი წევრების რაოდენობა 13.33 %-ს შეადგენდა, 2017 წელს არჩეულ საკრებულოში ქალთა წარმომადგენლობა 12.87 %-ია. 2017 წელს სამეგრელო-ზემო სვანეთის საკრებულოებში 303 წევრი აირჩიეს, რომელთაგან 276 მამაკაცი, 39 კი ქალი იყო, 2014 წელს არჩეული 289 წევრიდან 255 მამაკაცი იყო და მხოლოდ 34 ქალი", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
    წყარო: www.transparency.ge

 
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა info@csogeorgia.org