• 09/11/2018
    სემინარი სამუშაო ადგილზე სექსუალურ შევიწროებაზე


    შიდა ქართლი. გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში „კონსტიტუციის 42-ე მუხლი"-ს იურისტებმა ჩაატარეს სემინარი სამუშაო ადგილზე შევიწროების/სექსუალური შევიწროების თემაზე.
    „სემინარზე სტუდენტებს გააცნეს სამუშაო ადგილზე შევიწროების დეფინიცია; საერთაშორისო თუ საქართველოში ჩატარებული კვლევების მიგნებები შევიწროების/სექსუალური შევიწროების შესახებ. სემინარზე განიხილეს ქართულ კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები, რაც სამუშაო ადგილზე შევიწროების/სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ ეფექტურად ბრძოლას ართულებს. სემინარის დასკვნითი ნაწილი დაეთმო სასმართლო გამოცდილებისა და კონკრეტული სიტუაციური მაგალითების განხილვას დისკუსიის რეჟიმში", ნათქვამია კონსტიტუციის 42-ე მუხლის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
    წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში
 
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა info@csogeorgia.org