• 06/12/2018
    TI-ის სამოქალაქო საბჭოების წევრების მიერ იმერეთში გამოვლენილი საჭიროებები


    თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" (TI) ინიციატივით შექმნილმა სამოქალაქო საბჭომ იმერეთის მუნიციპალიტეტების ყველაზე მნიშვნელოვანი საჭიროებების ჩამონათვალი შეადგინა. მოქალაქეთა გაერთიანება - სამოქალაქო საბჭო, რომლის მიზანია მუნიციპალიტეტებში არსებული ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემების გამოვლენა და, ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობით, აღმოფხვრა, TI-იმ წელს შექმნა.
    „ჩვენ მიერ შედგენილი პრობლემების დოკუმენტი, შესაძლოა, მნიშვნელოვანი წყარო იყოს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე - მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისთვის, ამა თუ იმ დასახლებაში არსებული საჭიროებების იდენტიფიკაციისა და, შემდგომში, მოსახლეობის საკეთილდღეოდ ინფრასტრუქტურული თუ სხვა სახის პრობლემის მოსაგვარებლად", - მიიჩნევენ TI-ში.
    წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

 
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა [email protected]