• 06/12/2018
    დამრიგებლის საჩუქრის გამო დაწყებული კონფლიქტი...


    თბილისი. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) აქვეყნებს ბლოგპოსტს: „დამრიგებლის საჩუქრის გამო დაწყებული კონფლიქტი, მასწავლებლისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრებით დასრულდა."
    თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლის მშობელმა ჩვენს ორგანიზაციას სამართლებრივი დახმარების მიზნით მიმართა. მშობლის განმარტებით, დამრიგებლის საჩუქრისთვის გამიზნული თანხა არ გადაიხადა და მხოლოდ იმ ტკბილეულისთვის დადო ფული, რომლითაც ღონისძიების შემდეგ ბავშვებს უნდა გამასპინძლებოდნენ.
    „ღონისძიებაზე ერთ-ერთმა მშობელმა ბავშვს უთხრა, რომ მას წესით ტორტი არ ეკუთვნოდა, რადგან მის მშობელს თანხა არ ჰქონდა დადებული და ტკბილეულის ჭამის ნება მხოლოდ იმიტომ მისცეს, რომ შეეცოდათ." ეს და სხვა ფაქტებიც მშობელმა დამრიგებელს აცნობა, თუმცა მას ზომები არ მიუღია და პირიქით, დაზარალებული მშობლის წინააღმდეგ აქეზებდა სხვა მშობლებს.
    სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა, მას სახდელი არ დააკისრა, თუმცა ისევ და ისევ PHR-ის იურისტების დახმარებით, მშობელმა სკოლის სამეურვეო საბჭოს მიმართა. საბჭომ კი დამრიგებელს დისციპლინური სახდელი დააკისრა - შენიშვნის სახით.
    წყარო: phrgeorgia.wordpress.com

 
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა [email protected]