• 07/12/2018
    პროკურატურის რეფორმის შედეგების შეფასება


    თბილისი. კოალიცია დამოუკიდებელ და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის პროკურატურის რეფორმის შედეგებს აფასებს.
    „რეფორმის საწყის ეტაპზე დაინტერესებული ჯგუფების აქტიური ჩართულობის და სხვადასხვა ფორმატში მოსაზრებების გაცვლის მიუხედავად, პარლამენტმა ინიცირება გაუკეთა ორგანული კანონის პროექტს, რომელშიც გაზიარებული არ იყო არაერთი პრინციპული შეთავაზება, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა კონსტიტუციური რეფორმის მიზნებისთვის. სამწუხაროდ, რეფორმის საწყისი ეტაპისგან განსხვავებით, რეფორმის შემდეგი ეტაპები დახურულ ფორმატში და ნაჩქარევად გაგრძელდა. მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს, იურიდიულმა კომიტეტმა ინიცირებული პროექტი მეორე და ყველაზე მნიშვნელოვან მოსმენაზე, სხდომის შესახებ ინფორმაციის წინასწარი გამოქვეყნებისა და შესაბამისად, საზოგადოების წევრთა მონაწილეობის გარეშე განიხილა.კანონპროექტი მესამე მოსმენით, ქუთაისში პლენარულ სხდომებს შორის პერიოდში გავიდა ისე, რომ კომიტეტის სხდომის შესახებ ანონსი რეგლამენტით დადგენილ ვადებში არ გავრცელებულა", - აღნიშნულია დოკუმენტში.
    წყარო: https://www.gdi.ge

 
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა [email protected]