• 11/01/2019
    პროექტზე რეგისტრაცია: ბიზნესის გაძლიერება საქართველოს რეგიონებში


    თბილისი. კრეატიული განვითარების ცენტრი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერების მიზნით.
    „პროექტის ფარგლებში შეირჩევიან მეწარმეები საქართველოს 37 მუნიციპალიტეტიდან და მათთვის ჩატარდება ტრენინგები ელექტრონული კომერციის, სახელმწიფო სერვისების გამოყენებისა და ციფრული მარკეტინგის მიმართულებით.
    2018 წლის დეკემბრიდან ყველა მუნიციპალიტეტში ტარდება საინფორმაციო შეხვედრები, სადაც დაინტერესებულ მხარეებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ დეტალური ინფორმაცია პროექტის და საგანმანათლებლო მოდულის შესახებ. ტრენინგების პირველი ფაზა დაიწყება თებერვალში.
    პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ ჩამოთვლილი რეგიონების ყველა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მეწარმეებს: მცხეთა-მთიანეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, კახეთი, სამეგრელო", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
    წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში

 
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა [email protected]