• 11/02/2019
    საზოგადოება ბათომის მიმართვა


    თბილისი. საზოგადოება ბათომი მიმართავს საქართველოს პრემიერ მინისტრს, განათლების მინისტრსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორს ნიკოლოზ ანთიძეს.
    „ქალაქ ბათუმის ისტორიული ნაწილის – ძველი ბათუმის დამცველები საქართველოს მთავრობისგან მოვითხოვთ უსწრაფესად მოითხოვოს თვითმმართველობის ორგანოსგან კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დადგენისთვის აუცილებელი, მეთოდოლოგიურად სწორად შემუშავებული და კვლევებით გამყარებული დოკუმენტაცია და დაამტკიცოს ის.
    სხვა შემთხვევაში თქვენ, ისევე როგორც ბათუმის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა თანამონაწილენი და პასუხისმგებელნი იქნებით ჩვენი უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის განადგურებაზე", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
    წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში

 
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა [email protected]