• 11/02/2019
    სოფიო კილაძის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა


    თბილისი. 8 თებერვალს, საქართველოს პარლამენტთან გაიმართა აქცია სოფიო კილაძის – საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით.
    „აქცია გამოეხმაურა 4 თებერვალს გამართულ შეხვედრაზე სოფიო კილაძის მიერ, ცრუ, საქმიანი რეპუტაციის, პიროვნული ღირსების შემლახავი მიმართვებისა და სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტს არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR) წევრების ანა აბაშიძის და ანა არგანაშვილის მიმართ. სამოქალაქო საზოგადოება უკვე დიდი ხანია ითხოვს სოფიო კილაძის გადადგომას", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
    წყარო: phrgeorgia.wordpress.com

 
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა [email protected]