• 11/02/2019
    ა/ო-ები მოუწოდებენ პარლამენტს არ დაუშვას დაცულ ტერიტორიაზე მშენებლობა


    თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს არ დაუშვას დაცულ ტერიტორიაზე დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა.
    „დაცული ლანდშაფტი წარმოადგენს დაცული ტერიტორიის ერთ-ერთ კატეგორიას, რომელიც იქმნება ეროვნული მნიშვნელობის მქონე, მაღალი ესთეტიკური ღირებულებით გამორჩეული როგორც ბუნებრივი, ასევე ადამიანისა და ბუნებრივი გარემოს ჰარმონიული ურთიერთქმედების შედეგად ჩამოყალიბებული ბუნებრივ-კულტურული ლანდშაფტის დასაცავად, სასიცოცხლო გარემოს შენარჩუნების, რეკრეაციულ-ტურისტული და ტრადიციული სამეურნეო საქმიანობისათვის.
    შესაბამისად, დაცულ ტერიტორიაზე ნებისმიერი სამუშაო სწორედ ამ მახასიათებლების შენარჩუნებასა და აღდგენაზე უნდა იქნას ორიენტირებული, ხოლო სხვა ნებისმიერი სამუშაო, რომელმაც შესაძლოა დაარღვიოს დაცული ტერიტორიის მთლიანობა, მისი ლანდშაფტი, არათავსებადია დაცული ტერიტორიის კონცეფციასთან და შესაბამისად დაუშვებელი უნდა იყოს მისი ამ ტერიტორიაზე განხორციელება. დაცულ ლანდშაფტში ჰესების და ენერგეტიკასთან დაკავშირებული სხვა ინფრასტრუქტურის მშენებლობა კი, ვერანაირად ვერ იქნება განხილული როგორც ადგილობრივი ეკოლოგიური სივრცის შენარჩუნებისა და დაცვის ინტერესის მქონე და პირიქით, ზუსტად მსგავსი უხეში ჩარევისგან დაცვის მიზნით იქმნება დაცული ტერიტორიები", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
    წყარო: gyla.ge

 
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა [email protected]