• 14/03/2019
    დეზინფორმაციის გამავრცელებელი ულტრა-ნაციონალისტური გვერდების ნაწილი გაუქმდა


    თბილისი. მითების დეტექტორის ინფორმაციით, 12 მარტს, ფეისბუკში რამდენიმე ულტრა-ნაციონალისტური გვერდი გაუქმდა, რომლებიც ქსენოფობიური, რასისტული ანტი-მიგრანტული შინაარსის პოსტებით გამოირჩეოდნენ და ხშირად დეზინფორმაციას აქვეყნებდნენ.
    „გაუქმებულ გვერდებს შორის არის: „ეროვნული ძალა", „ქართული იდეა", „ალფა დომინანტი", „იბერიული ერთობა", „წინააღმდეგობა" და „ეროვნება". ამ ფაქტს სხვა ულტრა-ნაციონალისტური ფეისბუკ გვერდების, ასევე ე.წ. „ქართული მარშის" წევრების მხრიდან გამოხმაურება მოჰყვა. მათი გზავნილი იდენტური იყო და გვერდების გაუქმებას „ანტილიბერალური გვერდების წმენდის მორიგი ტალღა" უწოდეს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
    წყარო: mythdetector.ge

 
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა [email protected]