• 14/03/2019
    კვლევების პრეზენტაცია კულტურული მემკვიდრეობის თემაზე


    თბილისი. 14 მარტს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და ტფილისის ჰამქარმა, ერთობლივი პროექტის „კულტურული მემკვიდრეობის დაცვა თბილისში” ფარგლებში, გამართეს ორი კვლევის პრეზენტაცია.
    „საიას კვლევის „თბილისის განვითარების ფონდის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება" შედეგად გამოიკვეთა, რომ თბილისის განვითარების ფონდში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების კუთხით, მნიშვნელოვანი გამოწვევებია.
    ტფილისის ჰამქარის კვლევა „თბილისში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის შეფასება" კი, ეხებოდა უშუალოდ ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნების რეაბილიტაციის შეფასებას, რის შედეგადაც, ასევე, გამოვლინდა მნიშვნელოვანი ხარვეზები", ნათქვამია საიას ვებგვერდზე.
    წყარო: gyla.ge

 
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა [email protected]