• 15/03/2019
    საია და EMC მშენებლობაზე დასაქმებული პირის გარდაცვალებას ეხმიანებიან


    თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი შემაშფოთებლად მიიჩნევენ 2019 წლის 14 მარტს თბილისში, ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე, მშენებლობაზე სამუშაოს შესრულებისას მუშის გარდაცვალების შემთხვევას და უსამძიმრებენ დაღუპულის ოჯახს.
    „სახელმწიფო კვლავ ვერ ახერხებს იმგვარი შრომითი პოლიტიკის შექმნას, რომ კერძო დამსაქმებლებმა უზრუნველყონ შრომის ღირსეული პირობები, რომელიც დასაქმებულის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ არ დააყენებს.
    დადებითი მოვლენაა 2019 წლის თებერვალში საქართველოს პარლამენტის მიერ შრომის უსაფრთხოების შესახებ გაუმჯობესებული კანონმდებლობის მიღება, რომლის თანახმად, გაძლიერდა შრომის ინსპექტირების საზედამხედველო ორგანოს მანდატი და დასაქმების ადგილზე სასამართლოს წინასწარი ნებართვის გარეშე შესვლის უფლებამოსილება მიენიჭა. თუმცა, უკანასკნელ პერიოდში საწარმოო ტრავმების შედეგად დასაქმებულთა გარდაცვალების და სხეულებრივი დაზიანების შემთხვევების საგანგაშო მაჩვენებლის ფონზე, გაუმართლებელი ნაბიჯი იყო აღნიშნული ცვლილებების 2019 წლის 1 სექტემბრამდე გადავადება. ამგვარი დამოკიდებულება იწვევს ეჭვს, რომ სახელმწიფოს საკითხის მასშტაბურობა სათანადოდ გაცნობიერებული არ აქვს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
    წყარო: gyla.ge
 
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა [email protected]