• 15/03/2019
    ვიდეო: ეთნიკური სომხები საქართველოში


    თბილისი. ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი - TDI-ის პროექტის „მრავალფეროვნების სახეების" ფარგლებში, ეთნიკურ სომხებზე ახალ ვიდეოს აქვეყნებს.
    „ვიდეოში გამოყენებულია კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებში დაცული ხელნაწერები, საარქივო დოკუმენტები და ნამუშევრები. საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის, თბილისში ოვანეს თუმანიანის სახელობის კულტურული ცენტრისა და სახლ-მუზეუმის საარქივო მასალები და გურამ მურადოვის ფოტოები", ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
    წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

 
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა [email protected]