• 21/03/2019
    საია-ს მხარდაჭერა სოციალურ მუშაკებს


    თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მხარს უჭერს სოციალურ მუშაკთა გაფიცვას და მათთვის ღირსეული სამუშაო პირობებისთვის რეალური რეფორმების დაწყებას მოითხოვს.
    „სახელმწიფოს ეფექტიანი სოციალური პოლიტიკის აღსრულებისთვის მნიშვნელოვანი როლი აკისრია სოციალურ მუშაობას, რომელიც გულისხმობს სამიზნე ჯგუფების ინდივიდუალური საჭიროებების იდენტიფიცირებას და მათთვის არსებული სოციალური მხარდაჭერის პროგრამებისა და სერვისების სათანადოდ მიწოდებას. სამწუხარო რეალობაა, რომ წლებია, სოციალური დაცვის დაცვის მიმართულებით რეალური რეფორმები არ განხორციელებულა, შესაბამისად სოციალური მომსახურების სააგენტოს მუშაობის ხარისხი და ეფექტურობა, დიდი ხნის მანძილზე, პრობლემად რჩება", - აღნიშნულია საია-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
    წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

 
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა [email protected]