• 15/04/2019
    შშმ პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის რატიფიცირების 5 წლისთავი


    თბილისი. საქართველოს სახალხო დამცველისა და სამხრეთ კავკასიაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ორგანიზებით, დღეს გაიმართა კონფერენცია, რომელზეც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების სფეროში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს.
    მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას საქართველოს სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ, მიუხედავად გარკვეული ღონისძიებებისა, საქართველოში ჯერ კიდევ არ არსებობს გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენციის განხორციელებაზე პასუხისმგებელი მექანიზმი. შესაბამისად, ქვეყანას არ გააჩნია ამ უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ხელშეკრულების პრაქტიკაში დანერგვის ერთიანი ხედვა; სხვადასხვა უწყების მიერ ფრაგმენტულად განხორციელებული ღონისძიებები კი ვერ უზრუნველყოფს შშმ პირების უფლებების სრულყოფილად რეალიზებასა და ცხოვრების დონის გაუმჯობესებას.
    წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

 
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა [email protected]