• 15/04/2019
    პროექტის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია


    თბილისი. 15 აპრილს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) პროექტის - „ოჯახში ძალადობისა და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა დაცვის მექანიზმებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა" - საბოლოო ანგარიში წარადგინა.
    „პროექტის მთავარი მიზანი იყო მსხვერპლთა სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. საიასა და პარტნიორი ორგანიზაციების ჩართულობით სამართლებრივი დახმარება 7000-მდე მსხვერპლმა მიიღო, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია გაიარა 2500-მდე მსხვერპლმა, ხოლო პროფესიული განათლება მიიღო 71-მა ბენეფიციარმა. პროექტის ფარგლებში შემუშავდა მოძალადეთა ქცევის კორექციის პროგრამა, რომელიც დაინერგა პრობაციის სააგენტოსა და 2 პენიტენციურ დაწესებულებაში. საპილოტე 6 თვიანი პროგრამა წარმატებით განხორციელდა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
    წყარო: gyla.ge
 
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა [email protected]